20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

„არასწორი მოლოდინების შექმნა ამორალურია“ — სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხს ეხმაურება. მინისტრის განცხადებით, უწყებაში აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილებები ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით იქნება მიღებული.

სარჯველაძემ ხაზი გაუსვა პროცესში „სწორი მოლოდინების“ შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ პაციენტებისა და მშობლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია:

„რეალურად ამ დაავადების გამოსავალზე როდესაც ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ზედმიწევნით სწორად გაკეთდეს შეფასებები, შევქმნათ სწორი მოლოდინები და არაფრის დიდებით არ არის გამართლებული, პირიქით — ამორალურია არასწორი მოლოდინების შექმნა. ჩვენ დიდი ინტერესით და იმედით ველოდებით, როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები ამ მედიკამენტების შესყიდვას“, — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის თქმით, მან მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, შვეიცარიაში, არაერთ სახელმწიფოსთან გამართა მაღალი დონის შეხვედრები, სადაც გაირკვა, რომ ევროპული ქვეყნებიც ზუსტად ამავე კითხვებზე პასუხის გაცემას ელიან. მიუხედავად ფრთხილი მიდგომისა, სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ გარკვეულ პრეპარატებთან დაკავშირებით სიახლეები მალე იქნება.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: პირი, რომელზეც გორში სამართალდამცველებმა იძალადეს, გაათავისუფლეს და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ
შემდეგი სტატია“ეს არის სისტემური დანაშაული”- გიგა ფარულავა გორში პოლიციის ძალადობაზე