არასწორი განცხადებებით პროცესს ნუ დავაზიანებთ – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მცდარს უწოდებს უმრავლესობის დეპუტატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს “ქართული ოცნების” პარტიის სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძეს საუბრის საშუალება არ მიეცა.

“ჩემს კოლეგებთან მაქვს რამდენიმე თხოვნა, ბატონ დიტოსთან, ბატონ ირაკლისთან და სხვებთან ახლა აღარ გავაგრძელებ. რამდენიმე ნიუსი შემხვდა, სადაც არის საუბარი იმაზე, თითქოს ვიღაც უმრავლესობის სხდომაზე არ ალაპარაკეს. ბატონო დიმიტრი (ხუნდაძე) თქვენ ეს არ გითქვამთ, მაგრამ მოდით ამ პროცესს ნუ დავაზიანებთ. გასაგებია თქვენი პოზიცია. ეს არ ყოფილა. თქვენ მოგეცათ საშუალება დღეს უმრავლესობის სხდომაზეც გელაპარაკათ და ისიც ვიცი, რომ გია ვოლსკისთან შეთანხმებული ხართ უმრავლესობის დროითაც კი გამოდიხართ. თქვენ არ გითქვამთ, მაგრამ ნუ დავაზიანებთ არასწორი ინფორმაციებით პროცესს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონში ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
შემდეგი სტატია“ეჭვის ქვეშაა, შეასრულებენ, თუ – არა”-მაკო გომური “სირცხვილიას” აქციაზე მივიდა