12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

“არასწორად გამოყენებულ სიტყვა “ბოიკოტზე” მინდა დავწერო” – ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან

ნიკა გვარამია ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს, ამჯერად ის ბოიკოტსა და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას:

არასწორად გამოყენებულ სიტყვა ბოიკოტზე მინდა დავწერო. უფრო სწორად კი იმაზე, რასაც რეალურად ვგულისხმობთ: ართანამშრომლობას + წინააღმდეგობაზე.

“ბოიკოტი” არჩევნებზე მისვლაზე მეტად, ანუ ე.წ. არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებზე მეტად, საარჩევნო ბიულეტინის შინაარსში აისახება: როცა არც ერთი მეინსტრიმული პარტია არ მონაწილეობს, თან კონტექსტი იმგვარია, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ამ დროს a priori გამორიცხულია ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება. ზუსტად ამ მიმართულებით ქმნის რისკს 2 მეინსტრიმული პარტიის არჩევნებში მონაწილეობა. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, თუმცა, იმედია, ეს პრობლემა ამ პარტიების პრობლემად დარჩება და არა ჩვენი სამშობლოსი.

არ გაგიგიათ “ბოიკოტის” ( შეგახსენებთ, ეს უდრის ართანამშრომლობას + წინააღმდეგობას) რეალური შედეგები სადმე დამდგარიყოს? ეს როგორ?
– აბა რამ გამოიწვია რეჟიმის არაღიარება?
– აბა რამ გამოიწვია სანქციები?
– აბა რამ შექმნა ობიექტური წინაპირობა იმისა, რომ პროტესტი უწყვეტია და რეალურ შედეგზე გასვლის არათუ იმედი არსებობს, არამედ ურყევი რწმენაც?
-აბა რატომ სხედან ადამიანები ციხეებში და იქ ხელები კი არ ჩამოუშვეს, არამედ აქამდე არნახული მორალური უპირატესობა მოიპოვეს?
-აბა რატომ აყროლდა ივანიშვილის ხელისუფლების ოლიგარქიული პირამიდა, რომელიც ძალიან მდგრადი იყო მანამდე?
ვინც ფიქრობს რომ ეს თავისით მოხდა, ღრმად ცდება.
მიზეზობრივ შედეგობრივი კავშირი ასეთია: “ბოიკოტით” მორყეული სისტემა – რეჟიმის აყროლებაა. ასეა და არა პირიქით. ყოველთვის და ყველგან ასეა, არა მარტო ოლიგარქიულ საქართველოში.

და ბოლოს და ბოლოს: როცა რაციონალურად ვერ ირებ გადაწყვეტილებას, მაშინ მორალურ იმპერატივს უნდა მიყვე. მორალური იმპერატივი კი მკაფიოდ დაგვიდგინა საზოგადოებამ:
ართანამშრომლობას + წინააღმდეგობა = “ბოიკოტს”

და არანაირი ადგილი არჩევნებისთვის ამ ერთადერთ სწორ ( პრაგმატულადაც და მორალურადაც) განტოლებაში, უბრალოდ არ არსებობს.

ოლიგარქია უნდა დაემხოს!”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიშიკორსკი: სავიზო შეზღუდვები უნდა დაწესდეს რეპრესიებზე პასუხისმგებლებზე და არა ხალხზე
შემდეგი სტატიადღეიდან ოფიციალურად რეპრესირებული პროფესორი ვარ – ქეთი გიგაშვილი