19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

“თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელებული მუქარის შედეგად, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც დაზარალებულის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო 220 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
შემდეგი სტატია“უკრაინაში ოთხ წელზე მეტია ენერგოსისტემას ბომბავენ… ნუთუ ჩვენთან ერთი ავარია საკმარისია?”- კახა კახიშვილი