20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ
შემდეგი სტატიაგენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა