არასრულწლოვნის იძულებით ქორწინების ბრალდებით მამა დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების საქმეზე დაზარალებულის მამას ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ კაცზე დაქორწინებულიყო. დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზის თქმით, ოცნების ინიციატივა პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილს წარმოადგენს
შემდეგი სტატიაივანიშვილს მთავარი პრეტენზია იმაზე ჰქონდა, რომ საპატრიარქო ფულს ჰპარავდა – სააკაშვილი