არასრულწლოვნებზე, შშმ პირებზე პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით – ხოშტარია

“ლუკა სირაძის ამბავზეც დაიჭირეს ცოტა ხნით მხოლოდ ერთი ადამიანი! მერე გადასარევად გამოუშვეს და ვინც დასასჯელი იყო ეხლა დადის და ვის ურტყამს კაცმა არ იცის. ჩვენ კი არ უნდა გვასწავლოს “ოცნებამ”, გავალთ წამოვალთ დაგვავიწყდება. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ 1. ბოლომდე მივყვეთ 2. ერთმა უსამართლობამ მეორე არ გადაფაროს.

წულუკიანი რასაც კულტურაში შვება პირდაპირ კავშირშია ძალადობის და უსამართლობის წახალისებასთან. დევნილეს რაც ჭირთ, ამაზე თვალის დახუჭვა პირდაპირ აწესებს უსამართლობას და სისასტიკეს. ლექსო ლაშქარავას ამბავი არსად წასულა.

არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით.

მე პირობას ვდებ, დევნილებზეც, კულტურაზეც და შშმ ზეც არ გავჩერდები, ბევრი მხრიდან ვეცდები დავინახოთ პრობლემა და ნაბიჯ ნაბიჯ შევეწინააღმდეგოთ სისტემას. ეხლაც და სამომავლოდაც”.- წერს “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელებზე.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, საპენსიო სესხებზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად ნაბიჯები გადადგან
შემდეგი სტატია50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით აიცრებიან, 100 ლარს მიიღებენ