არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს ხუთი მოწმე დაიკითხება

სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დრეს პროკურატურა ხუთ მოწმეს დაკითხავს. სავარაუდოდ ამით დასრულდება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა და დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს დასაკითხ მოწმეთა შორის არის ამავე საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ერთ ერთი პირი, რომელიც წინასწარ პატიმრობაშია.
ასევე დაიკითხებიან მოზარდები, რომლებიც შემთხვევის ადგილას არ იყვნენ, თუმცა მომხდარი კონფლიქტის შესახებ, როგორც პროკურორი ამბობს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ. გარდა ამისა, დაიკითხება მოწმე, რომელიც დაჭრის შემდეგ შემთხვევის ადგილას მივიდა და ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვანი ნახა.
„დღეს ბრალდების მხარე გააგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. გამოვიკვლევთ წერილობით მტკიცებულებებს. მოწმეებიდან დაიკითხება ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც კონფლიქტის დასრულებისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდა და ჯერ კიდევ ცოცხალი მოზარდი ნახა. ასევე ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც დანაშაულის დაფარვაში აქვს ბრალი. ასევე სამი მოზარდი, რომლებსაც შეუძლიათ, ისაუბრონ გარკვეულ დეტალებზე“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძე

banner
წინა სტატიაშიძარცვის ფაქტი ზუგდიდში
შემდეგი სტატიაე.წ. „მეფედრონის“ მიღების შედეგად 19 წლის გოგონას გარდაიცვალების ფაქტი არ დადასტურდა