არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად თბილისში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ

თბილისში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ.

ბრიტანელი ექსპერტები საქმეში დაცვის მხარის მოთხოვნით ერთვებიან.

პირველ შეხვედრას ექსპერტები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გამართავენ, სადაც კრიმინალისტიკური ლაბორატორია მდებარეობს. შესაძლოა, შესაბამისი სამუშაოები ექსპერტებმა, სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიაში განახორციელონ. ისინი ლაბორატორიის ხელმძღვანელს შეხვდებიან.

როგორც რამდენიმე დღის წინ ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, ჩატარებულმა ექსპერტიზამ ვერ გასცა პასუხი კითხვას, იმასთან დაკავშირებით, რამდენი დანა იყო გამოყენებული, ვინ მიაყენა კონკრეტული დაზიანებები და ვის მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა არასრულწლოვანი. ბრიტანელი ექსპერტების დასკვნამ კი, სწორედ ამ კითხვებს უნდა უპასუხოს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

banner
წინა სტატიაში“შემიძლია ჩემი თავი შევთავაზო” – ჭკუასელი პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირების მომხრეა
შემდეგი სტატიაიტალიის ელჩიმა ანტონიო ენრიკო ბარტოლმა ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა