არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე – სასამართლოს დღეს ბრალდების და დაცვის მხარეები მიმართავენ

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.

დღეს სასამართლოს დაცვის და ბრალდების მხარეები მიმართავენ. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და გამოძიება არასწორი გზით მიდის.

ადვოკატები დამატებით ექსპერტიზის პასუხებსაც ელოდებიან, რომლითაც უნდა გაირკვეს, თუ რამდენი დანა ფიგურირებდა მკვლელობაში.

„პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არის არასრული, არ არის დადგენილი ჭეშმარიტება. ის ფაქტი, რომელიც მითითებულია ბრალდების დადგენილებაში, ძალიან ცდება რეალობას რაც მომხდარია და მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, უამრავი პირი დაუდგენელია, კონკრეტული ის პირებიც კი ვინც მონაწილეობდა კონკრეტულ კონფლიქტში. შესაბამისად ამ ყველაფრის ფონზე შეუძლებელია ჩვენ მივიჩნიოთ, რომ გამოძიება არის სრულყოფილად ჩატარებული. მე დარწმუნებული ვარ რომ სასამართლო ამ ყველაფერს დაინახავს,“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

banner
წინა სტატიაში„კარფურის“ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერდა
შემდეგი სტატიასაია: გიორგანაშვილის განაჩენი არაპროპორციულია