“არასრულწლოვნების გამოკითხვის შედეგად, ახალი გარემოებები იკვეთება” – ოთო კახიძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს, არასრულწლოვნებს კითხავენ.
როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთო კახიძემ აღნიშნა, მოზარდების გამოკითხვის შედეგად, ახალი გარემოებები იკვეთება.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვერ გეტყვით თუ რომელი სკოლის მოსწავლეები იყვნენ გამოკითხული. ვერც იმას გეტყვით რა ინფორმაცია მოგვაწოდეს. თუმცა გარკვეული ახალი და მნიშვნელოვანი დეტალები კომისიისთვის ცნობილი გახდა. ამაზე საუბრისგან, შემდგომი კონკრეტიზაციისგან თავს შევიკავებ” – განაცხადა კახიძემ.

banner
წინა სტატიაში„არა მხოლოდ დეპუტატებს, ჟურნალისტებსაც და საზოგადოებას სჭირდება ეთიკური სტანდარტები“ – გუგული მაღრაძე
შემდეგი სტატია„ჭადრაკის დაფაზე პაიკის ადგილი“ – რომან გოცირიძე მინისტრობის ახალ კანდიდატებზე