არასრულწლოვანის შესაძლო მონაწილეობით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

70 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გარდაცვლილის შვილი, მისი შეყვარებული და მეგობრები. ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 70 წლამდე ქალბატონი ორი კვირის წინ დაიკარგა. მისი დანაწევრებული და დამწვარი გვამი ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე დააკავეს გარდაცვლილის 18 წლის ქალიშვილი, მისი შეყვარებული და რამდენიმე მეგობარი. არსებული ინფორმაციით, 18 წლის გოგონა ბრალს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საგანგებო ბრიფინგზე გააკეთებს.

banner
წინა სტატიაში„გარდენიაში“ გაჩენილი ხანძრის გამო სს „თელასის“ ელექტროგადამცემი ხაზების ერთ-ერთი საყრდენი ანძა დაიწვა
შემდეგი სტატია(VIDEO) რიტუალური მკვლელობა- 70 წლამდე ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ გვამი დაანაწევრეს და დაწვეს