2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

არასრულწლოვანის მშობლის შეტყობინების საფუძველზე, შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

არასრულწლოვანის მშობლის შეტყობინების საფუძველზე, შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო,– ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“2026 წლის 12 თებერვალს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
➡️ გამოძიებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მომართვა და საქართველოს პროკურატურის ცხელ ხაზზე შემოსული, არასრულწლოვანის მშობლის შეტყობინება.
➡️ საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”,– ნათქვამია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი : არა გაუნათლებელ ოცნებას, შორს თქვენი ბინძური ხელები უნივერსიტეტებისგან
შემდეგი სტატია“ილიაუნის დანგრევა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ტრაგედია იქნება საქართველოსთვის!”-კონსტანტინე თოფურია