არასრულწლოვანი ზ.ხ-ის მამა: შეიძლება, შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ-ის მამა ამბობს, რომ არავინ განიხილავს ვერსიას, შაქარაშვილი თავისივე მეგობრებს ეცემათ.

ეს მან შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე განაცხადა. უწყებაში ზ.ხ გური ამირნახაშვილმა უნდა ამოიცნოს.

“შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. ამირხანაშვილი ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს, გური ამოიცნობს, რა თქმა უნდა.

შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა.

ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ მანქანიდან გადავიდა, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ, ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა, ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს, კი ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა”. – თქვა არასრულწლოვნის მამამ.

ზ.ხ-ის ადვოკატი, გიორგი გელახაური კი ამბობს, რომ ამოცნობის პროცედურა დაგვიანებულია, ვინაიდან ის დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე, მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

ექსპერტიზის მიზედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზისვე დასკვნით, სიკვდილამდე შაქარაშვილს არაერთი დაზიანება მიაყენეს, მათ შორის, ბლაგვი საგნით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე : ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა