არასრულწლოვანი, რომელსაც დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში “დედოფლისწყაროს ახალი ამბები” ავრცელებს. ცნობილია, რომ მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 3 ივლისს მოხდა – სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მანქანით 2 არასრულწლოვანს დაეჯახა. ცნობილია, რომ მეორე დაშავებული ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.















