25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების გამოყენებაზე სამართლებრივი რეგულირება იგეგმება

საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული, რომ მთავრობა არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას გეგმავს.

კერძოდ, გეგმის თანახმად, მთავრობა აპირებს კანონპროექტის შემუშავებას და პარლამენტში წარდგენას, რომლის მიზანიც ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მიერ დამტკიცებულ საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაშიც იყო საუბარი.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ ღარიბაშვილს პაემნის ლიმიტები სრულად აქვს ათვისებული
შემდეგი სტატიაადვოკატი: ელიზბარაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ