არასრულწლოვან მეუღლესთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე ბრალდებული სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა

არასრულწლოვან მეუღლესთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებული 21 წლის ნადიმ პაქსაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.

ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს და განმარტავს, რომ უწყებამ პაქსაძის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა.

„მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა ხსენებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ნ.პაქსაძის მხრიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ნ.პაქსაძემ და მისმა მეუღლემ წლებია, რაც შექმნეს ოჯახი და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი ნ.პაქსაძის კმაყოფაზეა, ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევი არ არის და ხასიათდება დადებითად, მიიღო გადაწყვეტილება ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება 18 ნოემბერს დაიწყო, გამოძიებას საფუძვლად დაედო ხულოს სამოქალაქო რეესტრის მიერ გამოგზავნილი მასალები.

banner
წინა სტატიაშითურქეთი რუსეთს სანქციებით ემუქრება
შემდეგი სტატია“ქართულ, რუსულ და აფხაზურ ენებს სწავლობენ გალის სკოლებში” – ვიაჩესლავ ჩირიკბა