არასრულყოფილმა მკურნალობამ და არაადეკვატურმა დიაგნოსტიკამ უარყოფითი შედეგი გამოიღო – ჯიშკარიანი სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებს, შესაძლოა, სხვა დიაგნოზები დაემატოს.

მისი თქმით, სააკაშვილისთვის ჩატარებულმა არასრულყოფილმა მკურნალობამ უარყოფითი შედეგები გამოიღო.

„ორშაბათიდან იმედი გვაქვს, იქნება სასამართლოს დადგენილება, დაიგეგმება ვიზიტი და ეს ვიზიტები განხორციელდება. ასევე, ვიმედოვნებთ რომ იუსტიციის მინისტრი და სამინისტრო ხელს არ შეგვიშლის ჩავატაროთ ექსპერტიზა იმ მოცულობით რაც საჭიროა.

ჩვენი დიაგნოზები პრაქტიკულად მართლდება და მას შესაძლოა, დაემატოს კიდევ სხვა დიაგნოზები. სამწუხაროდ, თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არსებობს ცვლილებები, რაც გორის ჰოსპიტალში გადაყვანის მომენტისათვის მიხეილ სააკაშვილს არ აღენიშნებოდა.

გარკვეული თვეების განმავლობაში არასრულყოფილმა მკურნალობამ და არაადეკვატურმა დიაგნოსტიკამ უარყოფითი შედეგი გამოიღო“, – აცხადებს „ემპათიას“ ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მინიმუმამდე დაიყვანა – შოლცმა მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ადმინისტრაციამ ყირიმის საავადმყოფოებს უბრძანა, შეწყვიტონ მშვიდობიანი მოქალაქეებს მიღება დაჭრილი რუსი ჯარისკაცებისთვის საწოლების გასათავისუფლებლად – უკრაინის გენშტაბი