“არასოდეს მოგვიხდენია პასუხისმგებლობის პერსონალიზება” – შს მინისტრის მოადგილე პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს

პრეზიდენტის მწვავე და კრიტიკულ ბრალდებებს შს მინისტრის მოადგილე პასუხობს. მეზვრიშვილი მარგველაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ უწყებას შეწყალების საკითხზე საუბრისას არ მოუხდენია პერსონალიზება.

საქართველოს პრეზიდენტი კი შს სამინიტროს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გახარიას უწყება მას სტატისტიკას უმალავს, შემდეგ კი პრეზიდენტს ადანაშაულებს.

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მარგველაშვილი ასევე დაინტერესდა, რატომ გამოწერა შს სამინისტრომ მხოლოდ შემაკავებელი ორდერი თუ საქმე საშიშ დამნაშავესთან გვქონდა.

შს მინისტრის მოადგილე კი ამბობს, რომ სამინისტრო მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქმედებს და იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერის საფუძველი არსებობდა.

„როდესაც ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე, მათ შორის შეწყალების საკითხზე ვისაუბრეთ, არასოდეს მოგვიხდენია პასუხისმგებლობის პერსონალიზება. ჩვენ ვთქვით, რომ ასეთი კატეგორიის დანაშაულებებთან მიმართებით მართლმსაჯულების სისტემის ერთიანობა მათ შორის შეწყალების კომპონენტშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი – ამაზე იყო საუბარი.

რაც შეეხება შემაკავებელი ორდენის საკმარისობას ამაზე განმარტებები შს სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა შემაკავებელი ორდენის გამოცემის საფუძველი. დაზარალებულის მხრიდან გაკეთებულ შეტყობინებაში რომ ყოფილიყო დანაშაულის შემცველი რაიმე ნიშნები ჩვენ ამაზე გამოძიებას დავიწყებდით და ბრალდებულს დავაკავებდით“-აცხადებს მეზვრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანი – საჭიროა საკანონმდებლო რეგულაცია, რომ არავის ჰქონდეს სურვილი, ვიღაცის რელიგია ლანძღოს
შემდეგი სტატიამეზვრიშვილი: სკოლებში და გარე პერიმეტრზე კამერების დამონტაჟება სავალდებულო ხდება