არასერიოზულია ასეთი დამოკიდებულება – პაპუაშვილი აშშ-ის სანქციებზე

“ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ ვფიქრობ, ჯერ ერთი, არასერიოზულია ასეთი დამოუკიდებულება და რა თქმა უნდა, არ შეეფერება იმ ზომის სახელმწიფოს, როგორიც არის აშშ, ამ ზომის სახელმწიფოს, რომელიც არის საქართველო, ასეთი ინსტრუმენტების ლაპარაკობდეს. მეორე, საქართველოს ხელისუფლება არასდროს მოქმედებს არც ერთი ქვეყნის შანტაჟის ქვეშ, მე მგონი ეს ბევრმა დაინახა. ჩვენ მიმართ სანქციები ახალი არ არის, როგორც სხვა დროს, სხვა ქვეყნებიდან სანქციებზე ქართველი ხალხის პასუხი იყო, რომ არავინ დათმობს თავის ეროვნულ ინტერესებს, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. ჩემი მოლოდინია, რომ ასეთი ენით, ასეთი ინსტრუმენტებით, სტრატეგიული პარტნიორი პარტნიორს არ უნდა ელაპარაკებოდეს. ჩვენ ამერიკელ ხალხთან გვაქვს აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება და ვფიქრობ ეს განცხადებები აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას”.- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე პასუხად, ელოდება თუ არა მის სახელსა და გვარს სანქცირებულთა სიაში.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი – ჩვენთვის ქართველი ერის ინტერესი არის წამყვანი, ამიტომ გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება
შემდეგი სტატიაყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! – პოლონეთის საელჩო