არასერიოზულად და სასაცილოდ მიმაჩნია საუბარი რაიმე ტიპის სანქციებზე -პროკურორი ამირან გულუაშვილი

პროკურორი ამირან გულუაშვილისთვის კონკრეტულ პირებზე სანქციების მოთხოვნა სასაცილოა. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს და დასავლელ პარტნიორებს იმ მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების დასანქცირებას სთხოვს, რომლებიც პოლიტიკურ დავალებებს უპირობოდ ასრულებენ.

“მეც ვიფიქრე, სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ეს უბრალოდ ხუმრობა იყო ქალბატონი ელენეს მხრიდან… მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ არასერიოზულად და სასაცილოდ მიმაჩნია საუბარი რაიმე ტიპის სანქციებზე, როდესაც ადამიანები ასრულებენ თავიანთ კანონიერ, სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და მემგონი ეს თემაც უკვე აღარ არის არავისთვის საინტერესო” – ამბობს პროკურორი ამირან გულუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპუტინის მადას საზღვარი არ აქვს, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს კარებთან მოვა – ნაუსედა
შემდეგი სტატია“მდგომარეობა მესამე სიმძიმის კატეგორიისაა, ესაა სიკვდილის წინა სტადია” – “ემპათია” მიხეილ სააკაშვილის ციხის კადრების გადაცემას ითხოვს