არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ დაწესებულ საზღვრებს უკრაინაში, გავაგრძელებთ ეკონომიკური სანქციებს სექტორებზე, რომლებზეც რუსეთი არის დამოკიდებული – „დიდი შვიდეულის“ ლიდერები

„დიდი შვიდეული“ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ დაწესებულ საზღვრებს უკრაინაში, – ამის შესახებ აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების საგარეო უწყების ხელმძღვანელები ბელარუსს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რუსეთის ინტერვენციის ხელშეწყობა და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ „გააგრძელებენ ეკონომიკურ სანქციებს“ მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო იმ სექტორებზე, რომლებზეც რუსეთი განსაკუთრებით არის დამოკიდებული და მოუწოდეს ჩინეთს, არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ამ ზომებზე.

სამდღიანი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვიდ მსხვილ ეკონომიკურ ძალას სურს, დააჩქაროს ძალისხმევა რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულების დასასრულებლად.

„რუსეთის აგრესიულმა ომმა წარმოქმნა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი უახლეს ისტორიაში, რომელიც ახლა საფრთხეს უქმნის ყველაზე დაუცველებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავაჩქაროთ კოორდინირებული მრავალმხრივი რეაგირება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ამ მხრივ, გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაზე დაუცველ პარტნიორებს გვერდში დავუდგეთ“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამწუხაროდ ბევრი შემთხვევაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეურაცხმყოფელ სიტყვებით ამკობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს – კალაძე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მას აქვს ექვსი წელი მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოიხადოს – კალაძე