არასდროს მყოლია ვერტმფრენი, რუს პროპაგანდისტ ნიკოლეიშვილს ვურჩევ, მოიკითხოს ვერტმფრენები ოცნების კორუმპირებულ მთავრობაში – კობა ნაყოფია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, კობა ნაყოფია ხელისუფლების პროპაგანდისტის, ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება.

კობა ნაყოფია წერს, რომ მას ვერტმფრენი არასდროს ყოლია.

“პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ღმერთს ვთხოვ გადაარჩინოს ყველა დაკარგული.

ახლა ნამდვილად არ არი ამის დრო, თუმცა დუმილიც არ შემიძლია. გუშინ ტელეკომპანია იმედის და პოსტვის ეთერებიდან კრემლისა და ქართული ოცნების პროპაგანდისტ ლევან ნიკოლეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო.

არასდროს მყოლია ვერტმფრენი და მომხდარი ტრაგედიით მგლოვიარე საზოგადოების ემოციებით მანიპულირება არის უკიდურესად მდაბიო და უღირსი საქციელი. აქვე, რუს პროპაგანდისტ ნიკოლეიშვილს ვურჩევ მოიკითხოს ვერტმფრენები ქართული ოცნების კორუმპირებულ მთავრობაში”, – წერს კობა ნაყოფია.

banner
წინა სტატიაშიშოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო
შემდეგი სტატიაშოვში გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა