არასდროს გავცვლით სტატუსს ნებისმიერ ტერიტორიაზე, თუნდა ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს – ზელენსკი

“რა მივიღეთ სამიტისგან – საერთო მხარდაჭერა და არაორაზროვნება იმისა, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება. მივიჩნევ, რომ ეს მოხდება როგორც კი ომი დამთავრდება და ამაზე არავინ ივაჭრებს. ეს იქნება რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ მოღალატეობრივი პოზიცია, არც ბაიდენისგან და არც შოლცისგან არ იქნება, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ არასდროს არ გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიაზე. თუნდა ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენ ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით გაყინულ კონფლიქტში. ეს არასდროს არ იქნება. ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან ჩვენმა პარტნიორებმა”- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ნატოს სამიტის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – საარჩევნო სიას ტექნიკურ საკითხად განვიხილავთ, ყველაზე დიდ დროს ვხარჯავთ მოქალაქეების კრიზისიდან გამოყვანაზე
შემდეგი სტატიაზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან მიმართებაში „ვივამედის“ ექიმების ტაქტიკას და ჩატარებულ კვლევებს დაეთანხმნენ