33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის – ანდრია ჯაღმაიძე

სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, ეს უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა,- ამბობს „ფორმულასთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

,,არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის“,- ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ზაალ ლატარიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა:

“ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი – თავისუფლების ქუჩა 15…”

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი გიორგი წეროძე: როდესაც ასეთი ტრაგედიის შემდეგ ადამიანები ეკლესიიდან ნუგეშის ნაცვლად უფრო დიდი ტკივილით ბრუნდებიან, ეს ყველა ჩვენგანის საფიქრალია
შემდეგი სტატიამესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს