არასდროს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ვეტო გამოიყენოს და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დაბლოკოს

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არასდროს დაუშვებს, რომ რუსეთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაბლოკოს. როგორც სტოლტენბერგმა “რუსთავის 2″-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ნაროს მოკავშირეებმა მკაფიოდ თქვეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

“არასდროს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ვეტო გამოიყენოს და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დაბლოკოს. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და სუვერენული ქვეყნები თავად წყვეტენ, რა გზა აირჩიონ, გახდნენ თუ არა NATO-ს წევრები, ასე რომ რუსეთი ვერანაირად ვერ დაბლოკავს. NATO-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ თქვეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ასევე ვიცით ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი, ეს არის ის საკითხი, რომლის მოსაგვარებლადაც გზა უნდა გამოვნახოთ, მაგრამ ახლა მთავარია, საქართველოს მთელი ყურადღება მიმართული იყოს რეფორმებისკენ, მათი გაგრძელებისა და განხორციელებისკენ”, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშითუ გჭირდებათ ექოსკოპისტი ან თამადა, კი ბატონო, თუ დეპუტატი – კახაძე შეურაცხყოფაა
შემდეგი სტატიამოღალატე ლეიბორისტების მეტი, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აღარავინ შერჩა