არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაზე პოზიციას მესამე სექტორს აცნობს

საარჩევნო კანონმდებლობაზე საკუთარ პოზიციას მესამე სექტორს არასაპარლამენტო ოპოზიცია აცნობს. საუბარი ეხება, როგორც გერმანული მოდელის დეტალებს, ასევე უმრავლესობის ინიციატივას, რომელშიც ინტერპარტიული ჯგუფი მათთვის სარეკლამო დროის შეზღუდვის განზრახვას ხედავს.

„ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, არც პრეზიდენტის, არც ვენეციის კომისიის, არც 200 ათასი ამომრჩევლის, არც პოლიტიკური პარტიების, არც არასამათავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები და თვითონ წავიდა იმ გზით, რასაც ჰქვია კონსესუსის გარეშე ცვლილებების მიღება, რაც ყოვლად დაუშვებელია,“- განაცხადა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.

პრეზიდენტთან შეხვედრისა და საკითხის განხილვის აუცილებლობაზე საუბრობენ ახალი მემარჯვენეები.

„ჩვენ გვინდა, რომ შევხვდეთ პრეზიდენტს, ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და არასამთავრობო სექტორთან ერთად არასაპარლამენტო ოპოზიციამ გამოვნახოთ შესაძლო გზები, როგორ შეიძლება არსებულ სიტუაციაში გამოსწორდეს ის მახინჯი კანონმდებლობა, რომელიც შეიქმნა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის შეყოვნებული კანონმდებლობა, ვგულისხმობ გერმანულ მოდელთან დაკავშირებულ ცვლილებას, რომელიც ბუნდოვან სიტუაციაში არის გაყინული,“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

უფასო სარეკლამო დროის განაწილების ახალ წესს არასამართლიანად აფასებენ არასამთავრობოები. მათი თქმით, ის არ განსხვავდება ძველი წესისგან და საჭიროა ამ ხარვეზის გამოსწორება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: როცა ჩემგან ინტერვიუს იღებენ, ქიმიის გაკვეთილზე მგონია თავი
შემდეგი სტატია“ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი დედაქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდების წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოხსნის”