არასაპარლამენტო ოპოზიცია მეორე არხზე გადაცამების დახურვას აპროტესტებს

ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაცემა „ბრიფინგის დროს“ დახურვა გააპროტესტეს.

ოპოზიციონერთა შეფასებით რეფორმა, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა შეიმუშავა მეორე არხის მუშაობას საერთოდ შეაჩერებს. „დღეს დაიხურა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტი „ბრიფინგების დრო“. ამ გადაცემის ეთერში გასვლა 7 წლის წინ პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მოხერხდა, პროექტის დახურვაზე საზოგადოებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეაქცია“, განაცხადა „ბურჯანაძე-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა, ოპოზიცია მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქციების გამართვას უახლოეს დღეებშიც გეგმავს.

გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს მაუწყებლის ხელმძღვანელობა. გიორგი გვიმრაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა პირად საუბრებში ამბობს, რომ 17 ივლისამდე „ბრიფინგის დრო“ არ დაიხურება.

banner
წინა სტატიაში“ენმ” ირაკლი ჩხვირკიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგანგაში მე-3 საჯარო სკოლაში – ადგილზე ბომბს ეძებენ