“არასამთავრობოთა პრეტენზიები აბსურდულია” – ე.წ. მოსმენების კანონზე შენიშვნებს მმართველი გუნდი პასუხობს

პარლამენტი მომავალი კვირიდან ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. ძირითადი კანონპროექტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურაში ახალი სამსახურის – საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას ითვალისწინებს, რომელმაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს.

საპარლამენტო უმრავლესობა არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს არ იზიარებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპონენტები კანონპროექტს არასწორად კითხულობენ.

„არასამთავრობოთა პრეტენზიები არის აბსურდული. კანონპროექტს თუკი გავეცნობით, კარგად ვნახავთ, რომ ის პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც დღის წესრიგში იდგა. არის საკონსტიტუციო სასამართლოს აღსრულება, რადგანაც ამ კონკრეტულ სტრუქტურას არ გააჩნია საგამოძიებო ინტერესი, არ ხდება და ვერც მოხდება პარალელური წვდომა მოსმენებზე, ეს არის ყველაზე მთავარი,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზეწოლა მოსამართლეებზე – “ენმ” სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატია„ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, ეს არის სახელმწიფოებრიობისადმი უპატივცემულობა”- გოცირიძე