არასამთავრობოებმა გარდაბანში სამხედრო ბაზის მონახულებაზე უარი განაცხადეს

პოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გარდაბანში ჩასვლასა და სამხედრო ბაზის მონახულების პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საია-მ, სამართლიანმა არჩევნებმა, და საერთაშორისო გამჭვირვალობამ სპეციალური განცხადება გაავრცელეს და ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტეს.

“მიგვაჩნია, რომ სამხედრო ბაზის მონახულება ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, რისი მოგვარებაც მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების გზით არის შესაძლებელი. არასამთავრობო ორგანიზაციები ვეწინააღმდეგებით საარჩევნო კოდექსის არსებულ რედაქციას, რომლის თანამადაც, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში მაშინაც კი, თუკი ისინი რეგისტრირებულნი არ არიან აღნიშნულ საარჩევნო ოლქში,”-აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე განმარტებულია მათი ინიციატივა, რომელიც “გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეების საარჩევნო უფლების გათანაბრებას საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან.”

ინიციატივის შეთავაზებას არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტისთვის მომავალ კვირას აპირებენ.