30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

არასამთავრობოების განცხადება: ხელისუფლება დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციის გზას ირჩევს

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მმართველ გუნდს აშშ-სთან ურთიერთობების დაზიანებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ბლოკადაში ჩაგდებაში ადანაშაულებენ. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, ვაშინგტონის მხრიდან გაჟღერებული კრიტიკა საქართველოს მხარდაჭერას ემსახურება, რასაც ხელისუფლება არასწორად პასუხობს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ იმ მძიმე შედეგებზე, რაც ამ პოლიტიკას მოჰყვება:  „დღეს საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების, შემცირებული საერთაშორისო ნდობისა და ინვესტიციების კლების პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ ძალას“.

მესამე სექტორი იხსენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ბოლო ვიზიტს, სადაც მკაფიოდ ითქვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინვესტიციების ზრდისთვის აუცილებელია დემოკრატიული გარემო.

ორგანიზაციების განცხადებით, პარტნიორების მტრებად წარმოჩენა პირდაპირ აფერხებს ქვეყნის რეპუტაციას, ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები: აშშ-ის მიმართ აგრესიული რიტორიკა კონსტიტუციური მისწრაფებების ღალატია
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ლუგანსკში ყირიმის მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვებზე შეზღუდვები შემოიღეს