პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში “საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატურა” უნდა დასრულდეს. თეა წულუკიანმა ეს განცხადება გადაცემა “ღამის კურიერში”, აშშ-ის საელჩოსთან ურთიერთობებზე და მათი განცხადებების შესახებ საუუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა დასრულდეს შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, მისი მინისტრობის პერიოდში დასავლური ქვეყნების ელჩები ქვეყნის ერთ-ერთი მინისტრისგან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას კატეგორიული ტონით ითხოვდნენ და თუ მინისტრი თუ მითითებას პირდაპირ არ შეასრულებდა, დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლები მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით უკვე ქვეყნის პრემიერთან მიდიოდნენ.
“საელჩო [აშშ-ის] მინიმუმ არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს კონსტრუქციული გარემო. ქვეყანაში არაფერი იმის ფასი არ ხდება, რომ ამ ტიპის დაძაბულობა იყოს – ხალხი ნერვიულობდეს, ოჯახები გაიხლიჩოს იდეოლოგიურად, ზოგი ახალგაზრდა მოცდენილი იყოს სწავლა-განათლებას, ნორმალურ გართობასა და დასვენებას. არაფერი ამის ფასი არ არის, მაგრამ ამხელა პოლარიზაცია არსებობს იმიტომ, რომ ისინი ხელს უწყობენ ამას.
საელჩო არის ამაში ჩართული და არა მხოლოდ საელჩო, არასამთავრობოების დიქტატურაზეც ვსაუბრობთ, რომელიც როგორღაც უნდა დასრულდეს და ყველას თავისი ნიშა და ფუნქცია უნდა ჰქონდეს, ასევე საელჩოების დიქტატურაც ერთ დღეს რაღაცნაირად უნდა განეიტრალდეს.
საელჩოების დიქტატურაა, როდესაც მე, კულტურის მინისტრს მიბარებს დასავლური დიდი ქვეყნის ელჩი, მაგიდაზე თითს მიკაკუნებს და მეუბნება, რომ ასე კი არ უნდა იმუშაო, ისე უნდა იმუშაო, შენთვის ეს არ არის პრიორიტეტი, მე ვიქნები უკმაყოფილო… არ ვაჭარბებ.
ამ დროს მე ვისმენ და ვიცი, რომ ვარ ჩემი ქვეყნის მინისტრი და ვხვდები, რომ ის ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას, ეს დიქტატურაა აბა რა არის. თუ არ შეასრულებ მერე მიდის პრემიერთან და ეუბნება, რომ ეს მინისტრი გააგდე, იმიტომ, რომ შენი ყველაზე ცუდი მინისტრი ეს არის. ეს ჩვენი რეალური ცხოვრება იყო.
ეს არ იყო ამერიკის ელჩი, მაგრამ თუ შემეპასუხება, რა თქმა უნდა, მერე უკეთ სხვა დეტალებსაც მოვყვები და გვარიც ცნობილი იქნება, მაგრამ ახლა არ მინდა საზოგადოებამ იფიქროს, რომ ეს ამერიკის ელჩი იყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჩვენ თუ მივეჩვევით იმას, რომ პოლიტიკოსობა, ჟურნალისტობა არ იძლევა ყველაფრის უფლებას, პროტესტის გამოხატვაც უფრო ეფექტიანი იქნება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, არცერთ პოლიტიკოსობა თუ ჟურნალისტობა ვერ იქნება ინდულგენცია.
„თუ ყველა ვიფიქრებთ, რომ მე პოლიტიკოსი ვარ და ამიტომ ვერ ჩამსვამს ვერავინ ციხეში, თუ ცუდად მოვიქცევი და კანონს დავარღვევ – ეს ინდულგენცია ვერ იქნება. სამწუხაროდ, დიდხანს იყო ეს ინდულგენცია, რას იტყვის უცხოელი. რვა წელი ვიმუშავე იუსტიციის სამინისტროში და ძალიან ბევრი უცხოელის გვარისა და სახელის ჩამოთვლა შემიძლია, რომლებიც მოდიოდნენ და ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე, ჩემს კოლეგებზე. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვითვალისწინებდით.
ჟურნალისტი ვარ და ვიშიმშილებ – ეს არ უნდა იყოს ვიღაცის ხელში იარაღი, თუმცა მას ასე სჯერა, ეს მისი უფლებაა და ასე იქცევა. ჩვენი ვალდებულებაა და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანმრთელობა რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს. ჩვენ თუ მივეჩვევით იმას, რომ პოლიტიკოსობა, ჟურნალისტობა არ იძლევა ყველაფრის უფლებას, პროტესტის გამოხატვაც უფრო ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.