არასამთავრობოების ანგარიში ცალმხრივი და ტენდენციურია – მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოდგენილ ანგარიშს, რომელიც საბჭოს 2017 საქმიანობას ეხება, ცალმხრივს და ტენდენციურს უწოდებს. გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ დღეს საბჭო მაქსიმალურად გამჭვირვალეა.
„წარმოდგენილ ანგარიშში საკითხები შეფასებულია ცალმხრივად და ტენდენციურად. არის მოყვანილი ერთეული საგამონაკლისო შემთხვევები და არის ამ შემთხვევების განზოგადება, გაკეთებული იმდაგვარად, რომ წარმოჩინდეს, ეს ასე არის საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც ვფიქრობ, არასწორია. თუმცა ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ყოველი ასეთი ანგარიში. რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცანით, წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციები და არის რიგი საკითხები, რასაც აუცილებლად გავიზიარებთ და შევეცდებით, ამ მიმართულებით გაუმჯობესდეს საბჭოს საქმიანობა“,- განაცხადა მიქაუტაძემ.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეექვსე, 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. სადაც შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესისა და პრაქტიკის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებებით.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი : სამინისტროების სათავეში უნდა იყვნენ არა მენეჯერები, არამედ პოლიტიკოსები
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე შსს-ში იმყოფება