არასამთავრობოები თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის განცხადებებით დაინტერესებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურატურის მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების-თამაზ მეჭიაური და დავით ლორთქიფანიძის განცხადებებით დაინტერესებას ითხოვენ და მათი დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

საუბარია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე:

ეკა გიგაური – საერთაშორისო გამშვირვალობა საქართველო:  “ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ბატონი მეჭიაური და ლორთქიფანიძე დაიკითხოს პროკურატურის მიერ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი ერთის მხრივ აანონსებდნენ და მეორეს მხრივ კონკრეტულ დეტალებზე საუბრობდნენ ამ ვიდეოებთან დაკავშირებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა პროკურატურა უნდა დაინტერესდეს თუ რა ინფორმაცია გააჩნიათ ამ კონკრეტულ პირებს და იმ შემთხევევაში თუკი გამოვლინდა მათი კავშირი ამ ყველაფერთან, რა თქმა უნდა მათი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს .”

სოფო ვერძეული -ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი “ჩნდება განცდა, რომ შესაძლოა ცალკეულ დეპუტატებს ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, ვიდრე ეს საზოგადოებისთვის არის ცნობილი და ხელმისაწვდომი. ამიტომ, საგამოძიებო ორგანოებისთვის მათი დაკითხვა უნდა იყოს საინტერესო. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მუდმივად მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ კადრები არის გავრცელებული, შეიძლება არაერთი ჯგუფის ხელში იყოს მოხვედრილი ეს კადრები და მათ შორის, გაზიარებული სხვადასხვა პირთან”

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტრომ პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება დაიწყო
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა წარადგინა