არასამთავრობოები შექმნილია ენმ-ს მხრიდან, ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში – კახა კალაძე

პარლამენტის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის შემდეგ მესამე სექტორი წარმომადგენლებისა და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის კრიტიკას, დედაქალაქის მერი და პარტიის გენერალური მდივანი აგრძელებს.

კახა კალაძე ამაზრზენს უწოდებს, ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა, საზოგადოებას კი მოუწოდა, რომ არ დააფინანსონ ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის საარჩევნო კამპანია.

ხოლო რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, კალაძე ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორის „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილია, ისინი წინა ხელისუფლებასთან ვალში არიან და ამიტომ ნიკა გვარამიას არ აკრიტიკებენ.

“არასამთავრობოები ძირითადად შექმნილია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში არიან. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს მათი მხრიდან სიჩუმე იმ ამაზრზენ და არაადეკვატურ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელმა. ამავდროულად, ყოფილ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გააკეთოს არჩევანი, ეს არის თავისუფლების გამოხატვა, გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატთან მიმართებაში.

ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები და ცდილობენ დღეს უკვე იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებიან საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ”-აცხადებს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშილატვიაში სოციალური ქსელი გატეხეს – შესვლისას პუტინი ჩნდება და რუსეთის ჰიმნი ისმის
შემდეგი სტატია“ეს რა ფორმაა ჟურნალიზმის, არავინ არაფერს არ აიძულებს”- ზურაბიშვილის ექიმების მიერ გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით