არასამთავრობოები პრეზიდენტს ურჩევენ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადოს

საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. შეხვედრაზე განსახილველი თემა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესული ცვლილებებია, რომელიც პარლამენტმა წინა კვირას დაამტკიცა.

არასამთავრობო ორგანიზაციები კანონს მხარს არ უჭერენ, თუცა პრეზიდენტს ვეტოს დადებისაგან თავის შეკავებას ურჩევენ. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს დროის მოგების მიზნით ხელი უნდა მოაწეროს და უკვე ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებულ და ასევე მისაღებ გადაწყვეტილებებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უკავშირდება, ეს იკითხება კანონის შინაარსიდან, რომელიც ეხება ხმების განაწილებას, პლენუმს, ნორმის შეჩერებას და ასე შემდეგ. ეს ცვლილებები არის შურისძიება საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია, თუმც ვფიქრობ, რომ სჯობს, ცვლილებებს ხელი მოეწეროს და შემდგომ დაუყოვნებლივ გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგანაც ცოტა დროა იმისთვის,რომ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება”,- განუცხადა ჟურანლისტებს ვახუშტი მენაბდემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია ქუჩის აქციებს იწყებს
შემდეგი სტატიავაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა შენებას!