არასამთავრობოები პარლამენტიდან უვადო მოსამართლეების სიის გაწვევას ითხოვენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს არსებული სიის საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევას სთხოვენ.

მათი თქმით, უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სია სერიოზული დარღვევებით შედგა და მისი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„დღევანდელი საბჭო საერთოდ არ ზრუნავს მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. ერთადერთი მიზანი რაც მათ ამოძრავებთ, ეს არის საკუთარი ძალაუფლების გამყარება და საკუთარი ინტერესების გამყარება. გაჩერდეს პროცესი, პარლამენტმა არა მარტო მხარი არ უნდა დაუჭიროს, საერთოდ წინააღმდეგ უნდა წავიდეს ამ სიის. არ ჩათვალოს ეს სია როგორც სათანადო წესით მომზადებული სია იმიტომ, რომ არც ერთი სტანდარტი არ არის დაცული. მიიღონ ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა გიორგი გვილავამ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ტოვებენ
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი ბესელიასა და ზარდიაშვილის მიერ იურიდიული კომიტეტის შესაძლო დატოვებაზე კომენტარს აკეთებს