არასამთავრობოები პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან

“ძალიან სერიოზულ ბრალდებებზე არის საუბარი. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა დაუყონებლივ დაინტერესდება და გენერალური პროკურორი შეხვდება გიორგი პაპუაშვილს. ჩვენც დავუკავშირდებით გიორგი პაპუაშვილს და შევთავაზებთ შეხვედრას,”- აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, ნინო ლომჯარია.

ამავე თემაზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც.

“ნამდვილად საგანგაშოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს ასეთ განცხადებას. ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, რეაგირება უნდა მოახდინოს ყველა სხვა სამსახურმაც. ქვეყანაში უნდა იყოს განვითარებული დემოკრატია და ჩვენ უარი უნდა ვთქვათ შანტაჟზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს პირად ინფორმაციას ეხება,”- აცხადებს ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაში“დედოლარიზაცია ჩვენთვის უალტერნატივო გზაა”
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა