არასამთავრობოები მთავრობას სპეც.უბნებთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივას სთავაზობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სპეც. უბნებთან დაკავშირებით, წინადადებას კანონპროექტის სახით სთავაზობენ.

როგორც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგეენლმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადეს, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელი სპეც. უბნებთან დაკავშირებით, პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ აგვარებს და რჩება რისკები, რომ სამხედრო მოსამსახურეების ხემების ბოროტად გამოყენება მოხდეს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს მაჟორიტარიტარული წესით ხმის მიცემის უფლება, თუ ის ხმას აძლევს და ირჩევს იმ ადგილის მაჟორიტარს, სადაც სამხედო მოსამსახურე რეგისტრირებულია და არა დისლოცირებული.

„შემოთავაზება, რომელიც აქვს ხელისუფლებას და ვერსია, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, არის შემდეგი: უშუალოდ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სპეც.უბანი აღარ შეიქმნება, რაც დადებით შეფასებას იმსახურებს, მაგრამ სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მაინც მისცენ ხმა მაჟორიტარული წესით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი დისლოცირებული არიან კონკრეტულ მომენტში იქ, სადაც არ არიან რეგისტრირებულები. საუბარი აქ არ არის იმაზე, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ჩამოერთვას ხმის უფლება ან დაკარგონ შესაძლებლობა, რომ საკუთარი წარმომადგენელი პარლამნტში აირჩიონ. მათ ჩვეულებრივ რჩებათ და უნარჩუნდებათ ფუნდამენტური უფლება – აირჩიონ წარმომადგენელი პარლამენტში, მაგრამ აირჩიონ პროპორციული წესით და არა მაჟორიტარული წესით, ვინაიდან ლოგიკაში არ ჯდება და ბმა არ აქვთ იმ კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულთან, სადაც დროებით არიან დისლოცირებული. ამიტომაც ეს ნაწილი, რომელიც არ გვარდება მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვერსიით, საჭიროებს ცვლილებას, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, დაბრუნდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულნი კენჭისყრის დღეს და აირჩიონ იმ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, სადაც ისინი ცხოვრობენ და რეგისტრირებული არიან“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი განმარტებით, გადასატანი ყუთის გამოყენებაც შესაძლებელია, თუკი 50-ზე მეტი ამომრჩეველი იქნება დაფიქსირებული. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ერთ ადგილზე დარეგისტირებული, მაგრამ სხვა ადგილზე დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურე აირჩევს იმ ადგილის მაჟორიტარს, სადაც რეგისტირებული არაა, ასეთ შემთხვევაში, მან საერთოდ არ აუნდა ჰქონდეს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის უფლება.

„მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს სამხედრო მოსამსახურეს მაჟორიტარიტარული წესით ხმის მიცემის უფლება, თუ ის ხმას აძლევს და ირჩევს იმ ადგილის მაჟორიტარს, სადაც არის რეგისტრირებული და არა დისლოცირებული“, – აღნიშნ ანა ნაცვლიშვილმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის თქმით კი, მაჟორიტარული წესით საპარლამენტო არჩევნებზე ერთწლიანი დათქმა გარკვეულ რისკებს წარმოშობს, რადგანაც არ არსებობს რეალური მექანიზმი, რომ გადამოწმდეს ინფორმაცია, სამხედრო მოსამსახურე რეალურად იყო თუ არა ერთ კონკრეტულ ოლქში, ერთი წლის განმავლობაში დისლოცირებული.

„მთავრობა გვთავაზობს ერთწლიან დათქმის შემოღებას მაჟორიტარული წესისთვის საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა, ეს ჩვენთვის არ არის მისაღები, რადგან გადამოწმების მექანიზმები არ არსებობს, რეალურად 1 წლის განმავლობაში დისლოცირებულია თუ არა სამხედრო პირი ამა თუ იმ კონკრეტულ ოლქში. იმ პირობებში, როდესაც ცესკომაც ერთის მხრივ მოიხსნა ვალდებულება, რომ ეს სია გადაამოწმოს და სხვა დამოუკიდებელი მექანიზმიც არ არსებობს ამ სიის გადასამოწმებლად, აქედან გამომდინარე, კვლავ რჩება მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით სამხედრო მოსამსახურეების ხმებით მანიპულირების საშუალება“, – განაცხადა ბენიძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური კი განმარტავს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებას უახლოეს პერიოდში პარლამენტში დაარეგისტრირებენ.

banner
წინა სტატიაშითბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 1-ელ თებერვლამდე შეწყდა
შემდეგი სტატია“20 წლის განმავლობაში მთავარი გამყალბებლის კომენტარები არ მაინტერესებს“