არასამთავრობოები კონსტიტუციაში პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიების დაფიქსირებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიების დაფიქსირებას ითხოვენ. საკუთარ ინიციატივებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ.

მესამე სექტორს ასევე მიაჩნია, რომ კონსტიტუციამ უკეთ უნდა დაარეგულიროს უსაფრთხოების საკითხები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში ეს ჩანაწერები ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციას შეუწყობს ხელს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიები და პროკურატურის, როგორც საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსი გაუქმდეს. დღეს ასეთი ჩანაწერია კონსტიტუციაში, რაც, რა თქმა უნდა, ამ უწყების დეპოლიტიზირებას და დამოუკიდებლობას ვერ უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი და კონკრეტული საკითხები უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებით დარეგულირდეს კონსტიტუციით,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში სამოქალაქო სექტორის კიდევ ერთ ინიციატივას განიხილავენ, რაც კონსტიტუციაში არსებული სასამართლოს შესახებ მუხლის სრულ გადასინჯვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის განკარგულებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიატრამპი საიდუმლო ციხეების აღდგენაზე ფიქრობს