არასამთავრობოები ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის დროულად გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის დროულად გამოძიებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, რეაგირება სწრაფად მოხდეს და გამოძიებული უნდა იყოს თუ რა მოტივით მოხდა დანაშაული.
“ამ დანაშაულის გამოძიებისას ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოძიებული იქნეს მოტივი. ჩვენ გვაქვს არა ერთი გახმაურებული საქმე, როგორც საარჩევნო კონტექსტით, ასევე არასაარჩევნო კონტექსტით, რომელზეც გამოძიება დაიწყო, მიმდინარეობდა თვეების განმავლობაში, მაგრამ შემდეგ ან დაიხურა კონკრეტული შედეგების გარეშე ან მიმდინარეა, მაგრამ მის შესახებ საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ აქვს,“ – განაცხადა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ში კი აღნიშნავენ, რომ მომხდარი ფაქტი გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

“ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან პრობლემატური და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება, რადგანაც ეს ყველაფერი ცხადია, გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე,“ – განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილი ორი პირის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაჭრილებს გადაუდებელი ოპერაცია მარნეულის საავადმყოფოში ჩაუტარეს. ისინი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიან.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო მოძალადეები არ უნდა რჩებოდნენ ხოლმე დაუსჯელები”- ბოკერია ყიზილაჯლოს ინციდენტზე
შემდეგი სტატიაპოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის – მდინარაძე ყიზილაჯლოზე