არასამთავრობოები და საქართველოს ახალგაზრდა თაობა კი არა, არამედ “ოცნება” გეგმავს რევოლუციას – როთი კალაძეს

არასამთავრობოები და საქართველოს ახალგაზრდა თაობა კი არა, არამედ “ოცნება” გეგმავს რევოლუციას – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი კახა კალაძეს სოციალურ ქსელ X-ზე პასუხობს.

კახა კალაძე, აშკარად არასწორად გაიგე რაღაც:
არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა გეგმავს რევოლუციას, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!- წერს როთი.

მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს აფინანსებს! მტრობაა, როდესაც დასავლეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში! ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები! – ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიევროპის ჩემპიონატის წინ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები დაასახელეს
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე უვადოდ დანიშნა