30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

არასამთავრობოები: აშშ-ის მიმართ აგრესიული რიტორიკა კონსტიტუციური მისწრაფებების ღალატია

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გაავრცელეს, მმართველი პარტიის რიტორიკა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ არის შეფასებული. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ საქართველო ამჟამად მძიმე სახელმწიფოებრივ კრიზისს განიცდის.

განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური ვითარება.

„ქვეყანაში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, იდევნება განსხვავებული აზრი, სასამართლო მმართველი პარტიის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია, ხოლო ოპონენტების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკა გრძელდება“.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლების მხრიდან კონგრესმენებისა და ამერიკელი ხალხის ლანძღვა ქვეყნის ისტორიის, ცივილიზაციური მიზნებისა და კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს;

„საქართველოს მომავალი არის დემოკრატიულ სამყაროში და ევროატლანტიკურ ოჯახში. ამ გზიდან გადახვევა არ არის ქართველი ხალხის არჩევანი“, — ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკრემლი სომხეთს არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებით ემუქრება
შემდეგი სტატიაარასამთავრობოების განცხადება: ხელისუფლება დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციის გზას ირჩევს