არასამთავრობო სექტორი, პრაქტიკულად პოპულარიზაციით ცდილობდა მიეღწია დეკრიმინალიზაციისთვის – დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკაზე

არასამთავრობო სექტორი, პრაქტიკულად პოპულარიზაციით ცდილობდა მიეღწია დეკრიმინალიზაციისთვის – ეს განცხადება, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ცვლილებები პარლამენტმა შესაძლოა სექტემბრის დასაწყისში უკვე მიიღოს. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული რეფორმა რადიკალური არ იქნება, თუმცა „ფაქტობრივ დეკრიმინალიზაციაზე“ საპარლამენტო უმრავლესობა უკვე შეთანხმებულია.
„უდნა მომხდარიყო დეკრიმინალიზაცია, ფაქტობრივად ლეგალიზაციის ტოლფასი. მე ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი და მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი დღეს უკვე მიმდინარეობს ჯანსაღად. არასამთავრობო სექტორი, რომელიც პრაქტიკულად პოპულარიზაციით ცდილობდა მიეღწია დეკრიმინალიზაციას, მე ამას არ ვუჭერდი მხარს და ვერასოდეს ვერ დავუჭერ,“-განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძემ

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა, რომელსაც რუსთავში ერთი თვე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიათელავში ძმამ ძმა დაჭრა