არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუსთან და ზია კაგა ტანიართან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს და იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მიმდინარე წლის მარტში უყრის კენჭს.

შეხვედრას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს შეეხო.

„ჩვენი პოზიციები გავუზიარეთ ვენეციის კომისიას და იმედი გვაქვს, რომ ის თავის დასკვნაში ყველა ამ საკითხს ასახავს“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანმა სოფიო ჭარელმა.

banner
წინა სტატიაშინინო ჯავახაძე და აშშ-ის ელჩის მოადგილე საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყბათშორისი საბჭოს წევრებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება