არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტონეთის პრეზიდენტს ხვდებიან

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდის ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება საკონსტიტუციო ცვლილებებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

როგორც “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

“ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება შევხვდეთ ესტონეთის პრეზიდენტს. ეს არის საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრა და მოხარულები ვართ, რომ თავად პრეზიდენტი დაინტერესდა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრით. ეს მიუთითებს რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ესტონეთი არასამთავრობო ორგანიზაციებს”, – განაცხდა ბენიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიაბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო 7 ადგილით დაწინაურდა