არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება და ანგარიში, რომელიც მოვისმინეთ, პრაქტიკულად შოკისმომგვრელია – წინ ბევრი სერიოზული ფაქტი გველოდება – ბეჟაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება და ანგარიში, რომელიც მოვისმინეთ, პრაქტიკულად შოკისმომგვრელია, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ” წარდგენილ კვლევას.

როგორც ბეჟაშვილი განმარტავს, წინ კიდევ „ბევრი სერიოზული ფაქტი გველოდება“.

„არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება და ანგარიში, რომელიც მოვისმინეთ, პრაქტიკულად შოკისმომგვრელია, რადგან პრაქტიკულად დადასტურდა ის, რასაც წლების განმავლობაში არჩევნებიდან არჩევნებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩევნო ბლოკი და ოპოზიციური პარტიები ვამტკიცებდით, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ არჩევნებში ხდებოდა სამართალდამცავი ორგანოების რესურსების გამოყენება, იგივე მართვის მოწმობების, შეწყალებების, ადმინისტრაციული რესურსის ადგილზე მობილიზება, ამომრჩევლის მოსყიდვა. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება გამოქვეყნდება, რადგან რეალურად, საქმე არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, სახელმწიფო მიტაცებასთან გვაქვს, ეს ფაქტორი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო მიტაცებული იყო, არჩევნებით კი არ მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება, არამედ არჩევნების გაყალბებით, დღემდე ხელისუფლებას ებღაუჭება, ამას უნდა მოჰყვეს სათანადო, სამართლებრივი რეაგირება და შედეგები, ეს არის სისხლის სამართლის გამოძიებები, საარჩევნო რეგისტრაციის მოხსნა და ადმინისტრაციული პროცედურების დაწყება. ერთი სიტყვით, წინ ბევრი, სერიოზული ფაქტი გველოდება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონი ძალიან კარგადაა ინფორმირებული იმის შესახებ, რაც ხდება საქართველოში, თვალს ადევნებს ახალი ამბების განვითარებას და გამოხატავს დიდ ინტერესს – დეგნანი
შემდეგი სტატიასაკმაოდ დიდი ხანია არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან – მასზე შანტაჟი არასდროს განმიხორციელებია – დეგნანი