კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წევრების შეფასებით ევროსასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ფიქციად გადაიქცა. კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პროცესის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ რეალურად მიზანი არ ყოფილა საუკეთესო კანდიდატის შერჩევა, მიზანი იყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარედგინათ წინასწარ შერჩეული კანდიდატები. არასამთავრობოების ნაწილი ასევე უარყოფითად აფასებს წარსადგენი კანდიდატის ნანა მჭედლიძის, სხვა კანდიდატით ევა გოცირიძით ჩანაცვლების გადაწყვეტილებას. საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ გოცირიძეზე გაცილებით მაღალი ქულები სხვა ქალმა კანდიდატებმა მიიღეს, თუმცა მათით ჩანაცვლება არ მომხდარა. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობისგან მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას ითხოვენ.