არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებუბების შესრულების შესახებ მსჯელობენ

რვა არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებუბების შესრულების შესახებ მჯელობენ.

შეხვედრაზე ინფორმაციის ხელმისაწვდიმობა და კორუფციასთან ბრძოლა, მედიის ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობებისათვის საქართველოში, წამებასთან ბრძოლა ციხეებში, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმირება, შრომითი უფლებების დაცვა, სოციალური მომსახურება და ბავშვთა უფლებების დაცვაზე საუბრობენ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ყველა ამ მიმართულებით შემუშავებული აქვთ ანგარიშები და რეკომენდაციები, რადგან სრულად მოხდეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულება. მაგალითად, სასამართლო რეფორმის შესახებ ანგარიში მომზადებულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ.

ანგარიშში დეტალურადაა საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, სასამართლო დგას. ამ ნაწილში რეკომენდაციები ორ ნაწილადაა დაყოფილი. არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, საუბარია გამჭვირვალობასა და კარგი მმართველობის პრინციპების ჩამოყალიბებაზე.

რეკომენდაციის ნაწილში მოხვდა მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნის წესიც და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს იუსტიციის სკოლის რეფორმას. რაც შეეხება რეკომენდაციების მეორე ნაწილს ის, ევროკავშირის მისამართით არის და ნათქვამია რომ – მიიღოს ზომები, რათა ღრმად გაანალიზოს პარტნიორ სახელმწიფოებში არსებული კონტექსტი და 2017 – 2019 წლების ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტები მოარგოს ადგილობრივ კონტექსტსა და საჭიროებებს. მიიღოს ზომები რათა ადგილობრივი საზოგადოება განსაკუთრებით არასამთავრობოები ეფექტურად ჩაერთონ ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში.

არასამთავრობოების მიერ მომზადებული კიდევ ერთი ანგარიში საარჩევნო სისტემის რეფორმას ეხება, მთავარ რეკომენდაციად 2016 წლის არჩევნებისთვის ე.წ. გერმანული მოდელის მიღებაა. რათა შეიქმნას უფრო სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო. ასევე არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიორი თვის გადამდგარი მოადგილის შესახებ საზოგადოებას დღეს აცმობეს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური : ჯანდაცვაში ჩვენ ნამდვილად გვაქვს მდგრადი პროგრესი და ამაზე დღეს არავინ დაობს