არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯე“, რომელიც ზუგდიდსა და გორში არჩევნებს აკვირდება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯე“, რომელიც ზუგდიდსა და გორში არჩევნებს აკვირდება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია ზუგდიდის ერთ–ერთი უბანზე ხმის მიცემის პროცედურის შეწყვეტას ითხოვს.

“ზუგდიდში ერთ-ერთ უბანზე (65.67.05) საკონტროლო ფურცელი, რომელიც ივსება პირველი ამომრჩევლის შესვლისთანავე, შეივსო მანამდე და ყუთებში მოთავსდა პირველი ამომრჩევლის მონაცემების და ხელმოწერის გარეშე. აღნიშნულ დარღვევაზე პროექტის დამკვირვებელმა შეადგინა საჩივარი. რამდენიმე წუთში, უბანზე ცესკო-ს წარმომადგენლის მოსვლის შემდეგ საკონტროლო ფურცელი ყუთიდან ამოიღეს და შეივსო პირველი ამომრჩევლის მონაცემები. პროცედურა მთლიანად დარღვეულია და მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესი უნდა შეწყდეს, რამდენადაც, ერთის მხრივ, საკონტროლო ფურცლის გარეშე უბანზე ხმის მიცემის პროცესის ავთენტურობა და მეორეს მხრივ, ლუქის დარღვევის გამო, გაყალბების რისკების აღმოფხვრა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებას ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უპასუხეს.

„ის, რომ რომელიღაც პოლიტიკური სუბიექტი, ნასვამ მდგომარეობაში აგიტაციას ეწეოდა, მას მიეთითა და სუბიექტი გამოვიდა საარჩევნო უბნიდან. რაც შეეხება საკონტროლო ფურცლის ჩაშვებასთან დაკავშირებულ ხარვეზს, იყო პრობლემა. საკონტროლო ფურცელი კომისიის წევრების ზეწოლის შედეგად ჩავარდა შეუვსებელ მდგომარეობაში, მაგრამ ყუთი არ იყო დალუქული, ამოვიდა საკონტროლო ფურცელი. შეივსო, პირველი ამომრჩევლის რეკვიზიტები შეიტანეს, დაილუქა და ამჟამად, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად“, – განაცხადა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, მირანდა მესხმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში საარჩევნო უბანზე მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადარღვევები საარჩევნო უბნებზე – ISFED 15 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს